ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის მოლაპარაკებების შესახებ ბევრი ყალბი ინფორმაცია ქვეყნდება

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის მოლაპარაკებების შესახებ ბევრი ყალბი ინფორმაცია ქვეყნდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბევრი ყალბი ინფორმაცია ქვეყნდება, ამიტომ საჭიროა პირველ წყაროებზე ორიენტირება.
ეს განცხადება პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის საუბრის დეტალების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.
„ახლა ბევრი ყალბი ინფორმაცია ქვეყნდება, მათ შორის ავტორიტეტული გამოცემების მიერ, ამიტომ მხოლოდ პირბელ წყაროებს უნდა მოუსმინოთ“, - აღნიშნა პესკოვმა.
გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა. გამოცემის წყაროების ცნობით, გასულ კვირას პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს უთხრა, რომ რუსეთს უკრაინის ოთხი რეგიონის არაოკუპირებულ ნაწილებზე “პრეტენზიებზე” უარის თქმა შეუძლია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.