Financial Times - ევროკავშირი რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტზე ტარიფებს დააწესებს
ევროკავშირი რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტზე ტარიფებს დააწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
Financial Times-ის ცნობით, უახლოეს დღეებში, ევროკომისია რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტისას 1 ტონაზე 95 ევროს ოდენობის გადასახადს დააწესებს. ეს ფასების მინიმუმ 50%-ით გაზრდას გამოიწვევს, რაც მოთხოვნას გააუქმებს. აღნიშნული ნაბიჯი უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსულ საკვებ პროდუქტებზე დაწესებული პირველი შეზღუდვა იქნება.
ცნობისთვის, თებერვალში ლატვიამ რუსეთიდან და ბელარუსიდან საკვები პროდუქტების შეტანა აკრძალა, ხოლო ლიეტუვამ ტვირთებზე კონტროლი გაამკაცრა. ასევე, 8 მარტს პოლონეთის სეიმმა რუსულ და ბელარუსულ საკვებ პროდუქტებზე სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.