ევროკავშირის 5 ქვეყანა ევროკომისიას რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას სთხოვს
ლიეტუვა ლატვიასთან, ესტონეთთან, პოლონეთთან და ჩეხეთთან ერთად მოუწოდებს ევროკომისიას (EC) ევროკავშირში რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტი აკრძალოს. ამის შესახებ ლიეტუვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.
ამავე ცნობით, აკრძალვის დაწესების ინიციატორი ლიეტუვაა.
„ჩვენ ვთხოვთ ევროკომისიას გააანალიზოს რუსეთიდან და ბელარუსიდან წარმოშობილი საკვები პროდუქტების ევროკავშირში იმპორტის შეზღუდვის შესაძლებლობები. ერთობლივი (...) მიმართვით, ჩვენ ვცდილობთ გადაიჭრას აქტუალური პრობლემა, რომელიც გვაერთიანებს“, - განაცხადა ლიეტუვის სოფლის მეურნეობის მინისტრმა კესტუტის ნავიცკასიმ.
მინისტრები წერილში აცხადებენ, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაცია, სავარაუდოდ, ევროკავშირში მარცვლეულის ექსპორტიდან რუსეთის შემოსავლით ფინანსდება. გარდა ამისა, რუსული მარცვლეული, მათი შეფასებით, ზეწოლას ახდენს ევროკავშირის შიდა ბაზარზე და პირდაპირ კონკურენციას უწევს ევროკავშირის ფერმერების პროდუქციას.
ნავიკასის მონაცემებით, 2023 წელს ევროკავშირმა 437,5 მილიონი ევროს ღირებულების 1,53 მილიონი ტონა რუსული მარცვლეული იყიდა.
ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის მინისტრთა საბჭო წინადადებას 26 მარტს განიხილავს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.