არქივი19 ივლისი, 2026, 13:33
Facebook-ი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს

Facebook-ი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს.
DownDetector-ის თანახმად, სოციალური ქსელის მომხმარებლები საკუთარ ანგარიშზე შესვლას ვერ ახერხებენ.
„ანგარიში დროებით მიუწვდომელია. საიტთან დაკავშირებული პრობლემის გამო თქვენი ანგარიში ამჟამად მიუწვდომელია. ველით, რომ პრობლემა მალე გამოსწორდება. გთხოვთ, რამდენიმე წუთში თავიდან სცადოთ“, - წერს ვებგვერდი სოციალურ ქსელში შესვლისას.
შეფერხების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.