ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

EURO 2024-ის ბილეთები უეფას ოფიციალურ პორტალზე გაიყიდება - ფედერაცია - Netgazeti • EURO2024 • ეროვნული ნაკრები ფეხბურთში • საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • ფეხბურთის ფედერაცია • Netgazeti.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთები უეფას ოფიციალურ პორტალზე გაიყიდება. ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა. ფედერაციაში აცხადებენ, რომ დეტალების დაზუსტების შემდეგ, ქომაგებსა და გულშემატკივრებს სრულ ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების შესახებ.
“როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.
როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით”, – ვკითხულობთ ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.