არქივი3 აპრილი, 2024, 10:07
ევრო 2024-ზე საქართველოს მატჩების ბილეთები 15 აპრილიდან გაიყიდება
უეფას ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, საქართველოს დროით 13:00 საათზე დაიწყება.
ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ნაკრები ავრცელებს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ამ ბმულზე.
“დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეებში გავუზიარებთ”, – აცხადებენ ეროვნულ ნაკრებში.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.