არქივი20 მაისი, 2024, 19:39
EU-ს ქვეყნები 41.8%, რუსეთი - 17.64%, აშშ - 16.63% - ფულადი გზავნილების სტატისტიკა აპრილში
შემოსული გზავნილების 17.64% რუსეთის ფედერაციაზე მოდის - 49.13 მილიონი დოლარი, რაც 69.32%-ით ნაკლებია 2023 წლის აპრილთან შედარებით. მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები (16.63%), საიდანაც გასულ თვეში 46.31 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ეს წინა წელთან შედარებით 35.39%-იანი ზრდაა და ამ მონაცემით აშშ-მ იტალიასაც გადაუსწრო.
ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში აპრილის თვეში ფულადი გზავნილების სახით 116.41 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც მთლიანი მოცულობის 41.8% და გასულ წელთან შედარებით 12.52%-იანი ზრდაა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.