ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირიდან გზავნილების წილი 41.8%-მდეა

2024 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 24,8%-ით შემცირდა და 278,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სებ-ის სტატისტიკით, ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილების წილი გადმორიცხვებში 41.8%-მდეა გაზრდილი, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 28% იყო. გადმორიცხვების წლიური ზრდა კი 12%-ს აჭარბებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასულ თვეში ყველაზე მეტი გზავნილი ევროკავშირის ქვეყნებს შორის განხორციელდა იტალიიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან
2024 წლის აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა ევროკავშირის შემდეგი ქვეყნიდან:
· იტალია - 45,803 მლნ აშშ დოლარი;
· საბერძნეთი - 21,913 მლნ აშშ დოლარი;
· გერმანია - 20,710 მლნ აშშ დოლარი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.