პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

EU-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 1 წლით გაახანგრძლივებენ

18 ივნისს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ 12 თვით გაახანგრძლივებენ, რაც პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირმა ვადა 6 თვის ნაცვლად, ერთი წლით გაახანგრძლივა.
ლიდერებმა გადაწყვეტილება ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე მიიღეს, რომელშიც მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიიღო.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპიკერმა, მარია ტომასიკმა განაცხადა, რომ EU-ს ლიდერებმა უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები დაამტკიცეს და შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ ერთ წლით გაახანგრძლივებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.