EU-ს და ნატო-ს საზღვართან ასეთი დარტყმა ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს – სიბიგა რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ გამოყენებაზე

ოფიციალური კიევი რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ გამოყენებაზე მკაცრ რეაგირებას ითხოვს -უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს საზღვართან ასეთი დარტყმა ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს და ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის გამოცდას წარმოადგენს
„ამ სახიფათო დარტყმის დეტალების შესახებ დიპლომატიური არხებით ვაცნობებთ შეერთებულ შტატებს, ევროპელ პარტნიორებს, ყველა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას. აბსურდულია, რომ რუსეთი ცდილობს ამ დარტყმის გამართლებას „პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის“ შესახებ სიყალბით, რომელიც არასდროს მომხდარა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოსკოვს ტერორისა და ომისთვის რეალური მიზეზები არ სჭირდება. მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას, დაუყოვნებლივ გააკრიტიკონ რუსეთის ტყუილები და გააძლიერონ ზეწოლა აგრესორზე. მოვახდენთ საერთაშორისო ქმედებების ინიცირებას – გაერო-ს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომას, უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომას, ასევე რეაგირებას ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში“, – წერს სიბიგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია