ERASMUS-ის პროგრამების მონაწილეები განათლების სამინისტროდან პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ

ERASMUS-ის პროგრამების მონაწილეები განათლების სამინისტროდან პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება, განათლება სჭირდება“, „განათლება ჩვენი უფლებაა!“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „ქოცების“ შვილები დასავლეთში, ჩვენ -რუსეთში?!“.
როგორც მანიფესტანტები აცხადებენ, ისინი ქვეყნის „არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებებს“ და შედეგებს აპროტესტებენ. მათი თქმით, საჭიროა ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.
„ჩვენ გვინდა ქვეყანა დაბრუნდეს იმ ევროპულ გზაზე, რომელიც აქამდე გვქონდა. ის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ, არის ქართველი ხალხის დამსახურება. ERASMUS-ის პროგრამები ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარ თავზე გამოსცადონ, ევროპული ღირებულებებზე დაყრდნობილი პროექტები, რომელიც საკუთარი თავის განვითარების საშუალებას გვაძლევს. ეს არ უნდა იყოს ერთეულების შესაძლებლობა, ეს ყველაფერი თითოეულმა ქართველმა დაიმსახურა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მანიფესტანტების მოთხოვნების უცვლელია. აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები“.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!