ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტუდენტები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

სტუდენტები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სააკაძის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
მარშის მონაწილეები სააკაძის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პეკინის გამზირზე გადავიდნენ.
მარშის მონაწილეებს გამზირის ერთი მხარე აქვთ გადაკეტილი და მიემართებიან რუსთაველის გამზირისკენ.
მარშის მონაწილეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისთვის საპატრულო ეკიპაჟის რამდენიმე მანქანა მიჰყვება.
სტუდენტები სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო!”. მათ მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
ამასთან, მარში მიმდინარეობს სხვა ლოკაციებზეც, კერძოდ, განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე.
მსვლელობას მართავენ ევროპული ფონდების ყოფილი სტიპენდიატებიც. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე კი მიემართება მრავალფეროვნების მარში და განათლების სამინისტროდან კი მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.