ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Edison Research: მოსახლეობის 56%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

Edison Research-ის კვლევით, მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, 44%-ს კი პირიქით, მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება. კვლევა ორგანიზაციამ ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა.
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკითხვა 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.