Edison Research: არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს – ოცნება 36.6%, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი – 21.5%
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 36.6%-მა ქართული ოცნება დაასახელა, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი – 21.5%-მა, საქართველოსთვის – 8.8%-მა.
სხვა პარტიების რეიტინგები კი შემდეგნაირად განაწილდა:
· ლელო - 6.7%
· გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა - 5%
· ლეიბორისტული პარტია - 4.7%
· ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 3.7%
· კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 3%
· გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2.9%
· ხალხის ძალა - 2.5%
· მოქალაქეები - 1.7%
· პატრიოტთა ალიანსი - 1.7%
· ევროპული საქართველო - 0.7%
· სხვა 0.5%
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკითხვა 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.