Deutche Welle: ყირგიზეთში „ვაგნერის“ „ბოევიკს“ პატიმრობა მიუსაჯეს

ყირგიზეთის ნარინსკის საოლქო სასამართლომ ყირგიზეთის მოქალაქეს ბეკნაზარ ბორუგულ ოღლუს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ შემადგენლობაში უკრაინაში იბრძოდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

27 წლის ბორუგულ ოღლუ ყაზახეთში დაბრუნებიდან სამი კვირაში დააკავეს. „მის წინააღმდეგ აღიძრა საქმე „უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტებში და სამხედრო მოქმედებებში ყაზახეთის მოქალაქის მონაწილეობის“ მუხლით.

გამოძიების ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე პატიმრობაში ყოფნისას ყაზახეთის მოქალაქე 2022 წლის 1 ნოემბერს კერძო სამხედრო კომპანიის წევრი გახდა. მან რუსეთის ფედერაციის მედალი მიიღო „მამაცობისთვის“, ასევე „ვაგნერის“ მედალი ბახმუტის აღებისთვის.

ეს უკრაინაში ყაზახეთის მოქალაქის ომში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის მეორე საქმეა. 2023 წლის მაისში 31 წლის ასკარ კუბანიჩბეკს სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ