ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

CNN: რუსული რაკეტა ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერის კოლონიდან 500 მეტრში ჩამოვარდა

CNN-თან ინფორმირებულმა წყარომ თქვა, რომ გასულ დღეს ქალაქ ოდესაში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საბერძნეთის პრემიერმინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი გადაადგილდებოდნენ, რუსული რაკეტა ორი ქვეყნის ლიდერების კოლონიდან 500 მეტრში ჩამოვარდა.
როგორც მედია წერს, კოლონის წევრებმა დარტყმის ტალღა იგრძმეს და დაინახეს "სოკოს ფორმის ღრუბელი", რომელიც აფეთქების შედეგად წარმოიქმნა. ამ იერიშს ოდესაში 5 ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა.
"ჩვენ ეს იერიში დღეს ვიხილეთ. ხედავთ ვისთანაც გვაქვს საქმე, მათ არ ანაღვლებთ სად მიიტანენ იერიშს. ვიცი, რომ დღეს იყო მსხვერპლი, არ ვიცი ჯერ ყველა დეტალი, მაგრამ ვიცი, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები." – თქვა ზელენსკიმ გასულ დღეს ოდესაში.
აქამდე ცნობილი იყო, რომ რაკეტა უკრაინისა და საბერძნეთის ლიდერების კოლონის მახლობლად ჩამოვარდა, თუმცა უცნობი იყო ზუსტი მანძილი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.