ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტისას რუსეთმა ოდესა დაბომბა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაბომბვას 5 ადამიანი ემსხვერპლა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ოდესაში 6 მარტს, ნაშუადღევს, მომხდარიდან რამდენიმე საათში გაიმართა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ოდესის პორტის დათვალიერების შემდეგ მანქანებში სხდებოდნენ, როდესაც აფეთქების ხმა გაიგეს.
„ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ევროპელი ლიდერები უკრაინას უნდა ეწვიონ და პირადად გამოცადონ, რას ნიშნავს ომი“, — აღნიშნა მიცოტაკისმა.
ზელენსკიმ და მიცოტაკისმა ოდესაში ის ცხრასართულიანი სახლიც მოინახულეს, რომელიც რუსეთმა 2 მარტს დაბომბა. ამ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 5 ბავშვი.
ფოტოზე: ზელენსკი და მიცოტაკისი ოდესაში, დაბომბილი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებთან. 6 მარტი, 2024. ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.