CNN: დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მწერალ ჯინ კეროლის ცილისწამებისთვის 83,3 მილიონი დოლარი დააკისრა

დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მწერალ ჯინ კეროლის ცილისწამებისთვის 83,3 მილიონი დოლარი დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მედიის ცნობით, ექსპრეზიდენტისთვის ეს საკმაოდ დიდი მარცხია მაშინ, როცა მრავალ სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებშია ჩაბმული. აღსანიშნავია, ისიც რომ დაკისრებული თანხის მაჩვენებელი რვაჯერ აღემატება კეროლის მიერ მოთხოვნილს. ტრამპი სასამართლოზე ბრალდებებს უარყოფდა და განაჩენის გამოცხადებამდე სასამართლო დარბაზი დატოვა. შვიდი მამაკაცისა და ორი ქალისგან შემდგარ ნაფიც მსაჯულებს სამ საათზე ნაკლები დასჭირდათ განაჩენის გამოსატანად.

CNN-ის ინფორმაციით, თვის ბოლოს ტრამპს კიდევ ერთ სასამართლო პროცესზე მოუწევს თავის მართლება, მას ბრალად სამოქალაქო თაღლითობა ედება. საქმემ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ტრამპის ბიზნეს იმპერიას.

„ეს არის დიდი გამარჯვება ყველა ქალისთვის, რომელიც ფეხზე დგება, როცა მას დაანგრევენ და დიდი მარცხია ყოველი მოძალადისთვის, რომელიც ცდილობდა ქალის შეკავებას“, – განაცხადა კეროლმა სასამართლო პროცესის შემდეგ.