ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსაჯულთა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა ე. ჯინ კეროლს 83,3 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს

აშშ-ის მსაჯულთა ფედერალურმა ჟიურიმ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დააკისრა 83,3 მილიონი დოლარის გადახდა ზარალის კომპენსაციის სახით ე. ჯინ კეროლისთვის, რომელმაც ტრამპი დაადანაშაულა მიუკერძოებელი ჟურნალისტის რეპუტაციის შელახვაში, როცა უარყო, რომ ის გააუპატიურა სამი ათეული წლის წინ.
80 წლის კეროლმა საჩივარი ტრამპის წინააღმდეგ შეიტანა 2019 წლის ნოემბერში იმის გამო, რომ ტრამპი ხუთი თვით ადრე უარყოფდა მის გაუპატიურებას 1990-იან წლების შუაში Bergdorf Goodman-ის სავაჭრო ცენტრში მანჰეტენში.
77 წლის ტრამპი აცხადებს, რომ არასოდეს გაუგონია კეროლის შესახებ და რომ ქალმა ეს ამბავი მოიგონა, თავისი მემუარების უკეთ გასასაღებლად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.