ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

CNN - დონალდ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას აპაუზებს

CNN - დონალდ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას აპაუზებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა, - ინფორმაციას CNN-ს თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია მშვიდობაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორებიც ამ მიზნის ერთგულები იყვნენ. ვაპაუზებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი ხელს უწყობს გადაწყვეტას“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა.
თეთრი სახლის კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ პაუზა გავრცელდება ყველა სამხედრო ტექნიკაზე, რომელიც ჯერ უკრაინაში არ არის.
მისი მტკიცებით, სამხედრო დახმარების პაუზა არის პირდაპირი პასუხი გასულ კვირას ზელენსკის თეთრ სახლში ქცევაზე. ოფიციალური პირების თქმით, შეჩერება, შესაძლოა, გაუქმდეს, თუ ზელენსკი გამოავლენს ვალდებულებას უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებისადმი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.