ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც უკრაინის არცერთი მიწა არ გადასცა პუტინის რუსეთს“ - ტრამპი

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც უკრაინის არცერთი მიწა არ გადასცა პუტინის რუსეთს“ - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truthsocial-ში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთს უკრაინის არცერთი მიწა არ გადასცა.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, სუსტი დემოკრატიები კრიტიკით გამოდიან, ყალბი მედია კი მათ ნათქვამს ავრცელებს.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც უკრაინის არცერთი მიწა არ გადასცა პუტინის რუსეთს. გახსოვდეთ ეს, როდესაც სუსტი და არაეფექტური დემოკრატები კრიტიკით გამოდიან და ყალბი მედია სიამოვნებით ავრცელებს ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ“, – წერს ტრამპი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.