CNN – დონალდ ტრამპი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს, რომლის ინიციატორი ლინდსი გრემი იყო

დონალდ ტრამპი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს, რომლის ინიციატორი ლინდსი გრემი იყო, – ინფორმაციას CNN-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის მიღებას მარტივს გახდის.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი („რესპუბლიკური პარტია“) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი („დემოკრატიული პარტია“) არიან.

კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

„ამის გასაკეთებლად აქ სენატში „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ იქნება საჭირო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ“, – განაცხადა აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ („რესპუბლიკური პარტია“).