CNN ავრცელებს სამშვიდობო გეგმის პუნქტებს, რომლებზეც აშშ-სა და უკრაინას შორის უთანხმოებაა

CNN აშშ-სა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ უშუალო ინფორმაციის მქონე უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეებმა გეგმის უმეტეს საკითხებზე თანხმობას მიაღწიეს.

მედიის ცნობით, მათ შორის უთანხმოება, სულ მცირე, სამ მნიშვნელოვან თემაზე რჩება.

წყაროს თქმით, ერთ-ერთია რუსეთისთვის იმ ტერიტორიების დათმობის საკითხი, რომელიც რუსეთს ჯერ არ დაუპყრია.

მორიგი საკითხია უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომა. წყარო აცხადებს, რომ უთანხმოება არსებობს წინადადების გამო, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომის 600 000-მდე შეზღუდვას ითვალისწინებს.

მედიის ცნობით, მხარეებს შორის უთანხმოებას ასევე იწვევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც უკრაინამ უარი თქვას NATO-ში გაწევრიანების ამბიციაზე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მიროტაძე: ვწერდი, რომ 2026–2027 სასწავლო წელს საქართველოში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ იქნება. ამ ციფრმა ბევრი ადამიანი დააფიქრა, მაგრამ ახლა უფრო ფართო სურათს შევხედოთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო