ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

CIA-ს ყოფილი დასაქმებული საიდუმლო ინფორმაციის მოპარვის და ბავშვთა პორნოგრაფიისთვის დაიჭირეს

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს კლასიფიცირებული ინფორმაციის მოპარვის, ჯაშუშობის და ბავშვთა პორნოგრაფიისთვის დააკავეს. ინჟინერ ჯოშუა შჰულტს სასამართლომ 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმის პროკურორები ჯოშუა შჰულტისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდნენ, თუმცა ეს მოთხოვნა სასამართლომ არ დაადასტურა.
საქმე ჯოშუა შჰულტის წინააღმდეგ 2022 წლის ივლისში დაიწყო. როგორც ცნობილია, ჯოშუა შჰულტმა CIA-ს კლასიფიცირებული ინფორმაცია WikiLeaks-ს მიაწოდა. WikiLeaks-თან მიწოდებული ინფორმაცია ეხებოდა CIA-ს საიდუმლო ქმედებებს, თუ როგორ უთვალთვალებდა სააგენტო უცხო ქვეყნის მთავრობებს და სავარაუდო ექსტრემისტებს.
პროკურორებმა შჰულტის დანაშაული დაახასიათეს, როგორც CIA-ს ისტორიაში ინფორმაციის უდიდესი გაჟონვა. შჰულტის ადვოკატს ამ საქმეზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.