CIA-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც რუსი აგენტების გადაბირებას ისახავს მიზნად

-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) X-ზე (ყოფილი Twitter-ი) გამოაქვეყნა რუსულენოვანი ვიდეო, რომელიც რუსული დაზვერვის თანამშრომლების გადაბირებას ისახავს მიზნად და მათ შეერთებული შტატებისთვის ორმაგ აგენტად მუშაობას სთავაზობს.
ვიდეო გამიზნულია იმ რუსი აგენტებისთვის, რომლებიც თავს პატრიოტებად მიიჩნევენ და ელიტური კორუფციისა და ს შეიარაღებულ ძალებში თანამედროვე აღჭურვილობის სიმცირის გამო თავს ღალატის მსხვერპლებად თვლიან.
“თქვენს ირგვლივ მყოფებს შეიძლება არ სურდეთ სიმართლის მოსმენა. მაგრამ ჩვენ გვსურს. თქვენ არ ხართ უძლური”. – ნათქვამია ვიდეოში, რომელშიც CIA-სთან დაკავშირების გზებიც დეტალურადაა აღწერილი.
მელანქოლიური კლასიკური მუსიკის თანხლებით ვიდეოში გამოგონილი პერსონაჟის, 35 წლის მამაკაცის ისტორიაა მოყოლილი. ის თავს რუსეთის პატრიოტად მიიჩნევს და არმიაში მედესანტედაც მსახურობდა.
“მაქვს საკმარისი გამბედაობა წინ აღვუდგე ამ ღალატს?” – ამბობს მამაკაცი და დასძენს, რომ ნამდვილი მტერი რუსეთის კორუმპირებული ხელმძღვანელობა და მმართველი ელიტაა.
“უმაღლესმა ხელისუფლებამ ქვეყანა სასახლეებისა და იახტებისთვის გაყიდა იმ დროს, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები დამპალ კარტოფილს ღეჭავენ და პრეისტორიული იარაღიდან ისვრიან. ჩვენს ხალხს აიძულებენ ქრთამის მიცემას, რათა უბრალოდ სამუშაო იშოვონ”. – ამბობს კლიპში პერსონაჟი. მისივე თქმით, სწორედ პატრიოტიზმმა უბიძგა, რომ CIA-სთვის მუშაობა დაეწყო.
ვიდეოს გამოეხმაურა ოფიციალური მოსკოვი. კრემლის პრესსპიკერის, ს თქმით, აშშ-ს ცენტრალურმა სააგენტომ კლიპის X-ზე განთავსებისას შეცდომა დაუშვა, რადგან ის რუსეთში დაბლოკილია.
“ვიღაცამ CIA-ს უნდა უთხრას, რომ ჩვენს ქვეყანაში VKontakte ბევრად პოპულარულია, ვიდრე აკრძალული X. და რომ VKontakte-ს აუდიტორია გაცილებით დიდია”. – თქვა პესკოვმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც CIA რუსებს მათ სასარგებლოდ მუშაობას სთავაზობს. გასული წლის მაისში სააგენტომ ტელეგრამის არხი შექმნა და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსეთის მოქალაქეებს საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებდნენ.