ირაკლი ჩიქოვანი – ძალიან მძიმეა, როდესაც უპირისპირდებიან ისეთ ინსტიტუტებს, როგორიც არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია – ასეთი განცხადებები არის პროვოკაციული ხასიათის და მიზნად ისახავს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას

გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან მძიმეა ისეთი განცხადებების მოსმენა, როდესაც უპირისპირდებიან ისეთ ინსტიტუტებს, როგორიც არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი სამების საკათედრო ტაძრის შესახებ ნატა ფერაძის განცხადებას, რომელმაც სამების ტაძარს კორუფციის მთავარი ტაძარი უწოდა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს არის დაგეგმილი და მიზანმიმართული შეტევა ყველაფერ იმაზე, რომელიც არის ქართული იდენტობის განმსაზღვრელი.
„კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ ამ ყველაფერს აქვს ორკესტრირებული ხასიათი. ეს არის დაგეგმილი და მიზანმიმართული შეტევა ყველაფერ იმაზე, რომელიც არის ქართული იდენტობის განმსაზღვრელი, ქართული სახელმწიფოებრიობის ხელშემწყობი და მე მგონია, რომ ამას საზოგადოება შესაბამის შეფასებას მისცემს. თუმცა ვიტყოდი იმასაც, რომ ასეთი განცხადებები არის პროვოკაციული ხასიათის და ეს პროვოკაცია მიზნად ისახავს მორიგ ჯერზე საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას და მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ეს ყველაფერი ადეკვატურად შევაფასოთ, შესაბამისი შეფასება მივცეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს მხოლოდ შეფასების დონეზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ძალადობის საფუძველი“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ