CBS: აშშ-მ სირიასა და ერაყში მდებარე ირანულ ობიექტებზე იერიშების მიტანის გეგმა დაამტკიცა

-მ სირიასა და ერაყში მდებარე ირანული პერსონალისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იერიშების მიტანის გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, იერიშები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და მათ, დიდწილად, ამინდი განსაზღვრავს.
აშშ-მ გეგმა მას შემდეგ დაამტკიცა, რაც გასულ კვირას იორში, სირიის საზღვართან სამი ამერიკელი სამხედრო დრონებით თავდასხმას ემსხვერპლა. აშშ-მ თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი სამილიციო ჯგუფი დაადანაშაულა.
ერაყში მოქმედმა დაჯგუფება ისლამურმა წინააღმდეგობამ, რომელიც, სავარაუდოდ, შედგება ირანის რევოლუციური გვარდიის ძალების მიერ დაფინანსებული არაერთი სამილიციო ერთეულისგან, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.
ამის პარალელურად, ირანი უარყოფს რაიმე როლს თავდასხმაში, რომლის შედეგადაც სამხედრო ბაზაზე კიდევ 41 ამერიკელი სამხედრო დაშავდა.
თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი ამერიკელი სამხედროს ცხედრებს, სავარაუდოდ, 2 თებერვალს დელავერის საჰაერო ძალების ბაზაზე გადაასვენებენ.
ირანის მიერ მხარდაჭერილმა რამდენიმე დაჯგუფებამ 7 ოქტომბერს ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, აშშ-სა და ისრაელთან დაკავშირებულ სამიზნეებზე იერიშების აქტიურად მიტანა დაიწყო.