ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

CBS - აშშ-მა სირიასა და ერაყში მდებარე ირანული პერსონალისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საავიაციო დარტყმების გეგმები დაამტკიცა

აშშ-მა სირიასა და ერაყში მდებარე ირანული პერსონალისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საავიაციო დარტყმების გეგმები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, ავიადარტყმების დრო დიდწილად ამინდით იქნება განსაზღვრული.
ავიადარტყმები პასუხად მოჰყვება ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფების მიერ შაბათ-კვირას იორდანიაში განლაგებული ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებულ დრონებით თავდასხმას. სირიასა და ერაყში განლაგებული ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ თავდასხმების სერიის შემდეგ, აღნიშნულ ინციდენტს პირველად მოჰყვა მსხვერპლი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.