CalcioNapoli24: კვარაცხელიას ოსიმენზე ათჯერ ნაკლები ხელფასი აქვს – ამას შეიძლება რეაქცია მოჰყვეს

“ნაპოლიმ” ვიქტორ ოსიმენს კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა, ხელფასი 10 მილიონ ევრომდე მოუმატა და მისი გამოსასყიდი ფასი 130 მილიონი გახდა. ანუ ნებისმიერი კლუბი, რომელიც ნიგერიელს შეუთანხმდება, ამ თანხის გადახდისთანავე ტრანსფერს გაჩარხავს.
როგორც წესი ნეაპოლური გამოცემები კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის გაკრიტიკებას რატომღაც ვერ ბედავენ და უმეტეს შემთხვევაში ამა თუ იმ ფაქტზე მინიშნებებით წერენ. ასე მაგალითად, CalcioNapoli24 აღნიშნავს, რომ ოსიმენის ხელშეკრულების განახლებას შეიძლება ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს, ვინაიდან ს გასამრჯელო მასთან შედარებით თითქმის ათჯერ ნაკლებია.
ხაზგასმულია, რომ ვიქტორის თანამშრომლობის მხოლოდ ერთი
წლით გახანგრძლივება კლაუსულას ფასის დაფიქსირებასთან ერთად მწარე ღიმილს იწვევს, წყალქვეშა დინებას შეიცავს, ფაქტიურად წასვლის წინაპირობაა და არაა გამორიცხული, “კვარას” შემთხვევაში ტალღისებური ეფექტი გამოიწვიოს.

ასევე დაგაინტერესებთ