“ზურიკოს შესახებ ეს ბევრმა არ იცის” – რას აცხადებს “კვარა” დავითაშვილზე [VIDEO]

საქართველოს ნაკრების ფებბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში (“ნოესთან”) სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, გადაცემაში სტუმრად ც ჩაერთო და მის ბავშვობის მეგობარზე ისაუბრა.
“მასზე საუბრისას, პირველ რიგში პიროვნებას უნდა შევეხო. ძალიან მაგარი პიროვნებაა, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან კარგი მშობლები ჰყავს. იმაზე კარგი ადამიანია, ვიდრე ფეხბურთელი. მაღალ დონეზე შეუძლია თამაში, იმაზე მაღალ დონეზე, ვიდრე ახლა აჩვენებს. ძალიან მალე ისეთ შედეგებს დადებს, რომ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება მსოფლიოში.
ბევრმა ადამიანმა არ იცის ზურიკო როგორ ცხოვრობს, ძალიან დიდი პროფესიონალია. არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, რომ
დაღლილები ვართ, მაგრამ ადგება ხოლმე და იტყვის, რომ მოდი, ჩავიდეთ, ტრენაჟორზე ვივარჯიშოთ, ძალიან დიდი პროფესიონალია, რეალურად ასეთი რაღაცები ფეხბურთს გარეთ არ ჩანს ხოლმე”, – განაცხადა კვარაცხელიამ.
ვიდეო აღებულია ნიკა მსხვილაძის TikTok გვერდიდან

“კვარაცხელიას სწორედ ეს 5 ევროპული გრანდი აკვირდება” – ცნობილი ჟურნალისტი ქართველის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს
CalcioNapoli24: კვარაცხელიას ოსიმენზე ათჯერ ნაკლები ხელფასი აქვს – ამას შეიძლება რეაქცია მოჰყვეს