Calcio Mercato: რატომაა კვარაცხელია ნერვიული და არადამაჯერებელი – სტიმულირების უგულებელყოფამ საპირისპირო შედეგი გამოიღო

Calcio Mercato-მ ხვიჩა კვარცხელიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა. გამოცემის ვარაუდით, ქართველის არადამაჯერებელი ასპარეზობის მიზეზი ისაა, რომ პირობები არ გაუუმჯობესეს.
“ნაპოლი” და კვარაცხელია ნერვიულობენ: კონტრაქტის პრედისტორიიდან მომავლის გადაწყვეტილებამდე
“ნაპოლი” ნამდვილ კვარაცხელიას საჭიროებს, რომელმაც გასულ სეზონში გუნდს გოლებით, საგოლე გადაცემებით და ვარსკვლავური თამაშით სკუდეტო მოაგებინა. მიმდინარე სეზონში მისი ვერსია თითქმის ამოუცნობია: ხვიჩა “იუვესთან” მატჩში ყველაზე ცუდად გაისარჯა. ნერვიული, არაკონკრეტული იყო და მთავარ გმირად არც ერთ შემთხვევაში არ მოგვევლინა, მაგრამ რა იმალება ქართველის ინვოლუციის უკან? პირველ რიგში იმოქმედა სპალეტისთან დამშვიდობებამ და რუდი გარსიასთან უარყოფითმა
დამოკიდებულებამ. თუმცა, 77 ნომერზე, როგორც ჩანს, ჩიხში შესულმა ახალი კონტრაქტის სიტუაციამ მოახდინა გავლენა.
“კვარას” შესანიშნავად ჩატარებული სეზონის შემდეგ, რომლის კულმინაცია ჩემპიონის ტიტულის მოპოვება გახლდათ, კლუბისგან მეტი ყურადღების მოლოდინი ჰქონდა. მისმა აგენტებმა სცადეს დე ლაურენტისის კარზე მიკაკუნება, რათა 1.4-მილიონიანი კონტრაქტის კორექტირება მოეხდინა, მაგრამ პრეზიდენტმა არანაირად არ უპასუხა. “აძურის” მფლობელი იმედებს კვარაცხელიასთან კიდევ 4 წლით მოქმედ ხელშეკრულებაზე ამყარებს და თანაც, ნებისმიერი ცვლილებების განხილვას მხოლოდ გაზაფხულზე იმის მიხედვით აპირებს, როგორ ითამაშებს ფეხბურთელი. სტრატეგიას დივიდენდები არ მოაქვს, რამეთუ ქართველის სტიმულირების უგულებელყოფამ საპირისპირო შედეგი გამოიღო – უფრო არადამაჯერებელი და ნერვიული გახადა. ცხადია, სეზონის გადასარჩენად საკმაო დროა, მაგრამ პირველ რიგში მხარეებს შორის კონტაქტია აუცილებელი, რათა პროექტის მომავალი და გადაწყვეტილებები ნათელი შეიქნას”.