სოზარ სუბარი კანდიდატის სტატუსზე – ეს არის ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის და დიდი ძალისხმევის შედეგი

ეს არის ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის და დიდი ძალისხმევის შედეგი , – აღნიშნულით “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
სუბარის თქმით, ეს არის ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობის და დიდი ძალისხმევის შედეგი.
“გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!
ეს არის ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის და დიდი ძალისხმევის შედეგი, რაც ჩვენმა ქვეყანამ სრულიად დამსახურებულად მიიღო.
ევროპულ ოჯახში ინტეგრაციამდე კიდევ დიდი შრომა და ბევრი გამარჯვებაა, რასაც ჩვენს ხალხთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ”, – წერს სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება