BROOKLYN NINE-NINE-ის ვარსკვლავი ანდრე ბრაუერი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

61 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი ანდრე ბრაუერი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე არ სახელდება.
ბრაუერმა პირველი 1989 წელს ფილმ Glory-ში შეასრულა. პარალელურად თამაშობდა ნიუ-იორკის თეატრალურ სცენაზე. ცნობადობა მოუტანა სერიალ Homicide: Life on the Street-ში შესრულებულმა როლმა. 2013-2021 წლებში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა პოპულარულ სიტკომში Brooklyn Nine-Nine. მონაწილეობა მიღებული აქვს ფილმებსა და სერიალებში: Primal Fear, Duets, Poseidon, The Mist, House, BoJack Horseman, Thief.
კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს 2 ემის ჯილდო და ოქროს გლობუსის 2 ნომინაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”