ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუვეითის ემირი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქუვეითის სამეფო კარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მმართველი, ემირი შეიხ ნავაფ ალ-აჰმად ალ-საბაჰი შაბათს, 16 დეკემბერს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მან აშშ-ს მოკავშირე, ნავთობის მომპოვებელ ქვეყანაში ძალაუფლება ხელში 3 წლის წინ, 2020 წლის 29 სექტემბერს აიღო, მას შემდეგ, რაც მისი ნახევარძმა, შეიხ საბაჰ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი 91 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა.
ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა შეიხის გარდაცვალების მიზეზი. ის საავადმყოფოში გასული თვის ბოლოს, ჯანმრთელობის გადაუდებელი პრობლემის გამო შეიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.