ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

BOGG PLC სომხეთის ნომერ პირველ ბანკთან შესაძლო ტრანზაქციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

BOGG PLC „ამერიაბანკის“ პოტენციურ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ადასტურებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ამერიაბანკი“ წამყვანი უნივერსალური ბანკია, რომელიც მრავალფეროვანი არხებისა და ციფრული პლატფორმების საშუალებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. ის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტია სომხეთში.
„BOGG PLC მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, სომხეთს პოტენციური გაფართოებისთვის საინტერესო ბაზრად მიიჩნევს.
მოლაპარაკების წარმატების დასრულების შემთხვევაში, BOGG PLC ტრანზაქციის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ამ გარიგების შესაძლო სინერგიაზე კიდევ უფრო დეტალურად ისაუბრებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.