BOGG PLC სომხეთის ნომერ პირველ ბანკთან შესაძლო ტრანზაქციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
BOGG PLC ამერიაბანკის პოტენციურ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ადასტურებს.
ამერიაბანკი წამყვანი უნივერსალური ბანკია, რომელიც მრავალფეროვანი არხებისა და ციფრული პლატფორმების საშუალებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. ის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტია სომხეთში.
BOGG PLC მზარდი ეკონომიკური მაჩვენებელების გათვალისწინებით, სომხეთს პოტენციური გაფართოებისთვის საინტერესო ბაზრად მიიჩნევს.
მოლაპარაკების წარმატების დასრულების შემთხვევაში, BOGG PLC ტრანზაქციის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ამ გარიგების შესაძლო სინერგიაზე კიდევ უფრო დეტალურად ისაუბრებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.