ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

BLOOMBERG: 2021 წლის შემდეგ პირველად ჯეფ ბეზოსი ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის სათავეშია

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, 2021 წლის შემდეგ პირველად, ჯეფ ბეზოსი ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის სათავეში მოექცა.
Bloomberg ყოველდღიურად აახლებს მილიარდერების ჯამური ქონების ინდექსს. 5 მარტის მონაცემებით Amazon-ის მფლობელის ქონება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მილიარდერთა ინდექსის სიაში მეორე ადგილს Tesla-სა და Space X-ის მფლობელი ილონ მასკი 198 მილიარდი დოლარით იკავებს. მესამე ადგილზე 197 მილიარდი დოლარით ფრანგი ბიზნესმენი, LVMH-ის დამფუძნებელი და მმართველი ბერნარ არნოა. მეოთხე და მეხუთე ადგილებს მარკ ზაკერბერგი ($179 მილიარდი) და ბილ გეითსი ($150 მილიარდი) იკავებენ.
ბლუმბერგისგან განსხვავებული მონაცემები აქვს გამოცემა Forbes-ს. მილიარდერების სიის სათავეში $225 მილიარდით არნოა, მას მოჰყვება მასკი, $202 მილიარდით, ხოლო ბეზოსი $198.5 მილიარდით მესამე ადგილს იკავებს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.