bloomberg-ის მილიარდერების სიაში ცვლილებაა - ვინ მოიპოვა ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული
Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული ილონ მასკს (SpaceX-ის დამფუძნებელი), ჯეფ ბეზოსმა წაართვა ( Amazon-ის დამფუძნებელი).
წლის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე, ილონ მასკის ქონება $31.3 მილიარდით შემცირდა და $198 მილიარდი შეადგინა. ხოლო, ჯეფ ბეზოსის ქონება $23.4 მილიარდით გაიზარდა და $200 მილიარდს შეადგენს.
მესამე ადგილს LVMH-ს დამფუძნებელი, ფრანგი ბიზნესმენი, ბერნარ არნო იკავებს. მისი ქონება $197 მილიარდს შეადგენს.
მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი იკავებენ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ამ დროისთვის 6.92 მლრდ დოლარს შეადგენს და რეიტინგში 374-ე პოზიციას იკავებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.