Bloomberg – ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარადგენენ

აშშ-ის მოკავშირეები ელიან, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ გეგმას მომავალ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოაქვეყნებს, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ომის დასრულების გეგმას, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი წარადგენს.
Bloomberg-ი წერს, რომ გეგმის მოსალოდნელ ელემენტებს შორისაა კონფლიქტის პოტენციური გაყინვა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გაურკვევლობაში დატოვება, ამავდროულად, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება, რათა მოსკოვმა ხელახლა შეტევა ვერ შეძლოს.
შეგახსესნებთ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო