ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპის გეგმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, შესაძლოა, მომავალ კვირას გახდეს ცნობილი-Bloomberg

ტრამპის გეგმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, შესაძლოა, მომავალ კვირას გახდეს ცნობილი-Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარების შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, კით კელოგმა, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარმოადგინოს, რომელიც 14-დან 16 თებერვლამდე გაიმართება.
Bloomberg-ის თანამოსაუბრეებს, რომელთაც ანონიმურად დარჩენა სურდათ, არ დაუკონკრეტებიათ, რამდენად დეტალური იქნება და რა ფორმატში მოხდება ამ გეგმის განხილვა.

როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, აშშ-ის გეგმა მოიცავს კონფლიქტის პოტენციურ გაყინვას და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვებას, უკრაინის უზრუნველყოფას უსაფრთხოების გარანტიებით, მაგრამ დაზუსტებული არ არის, თუ როგორი იქნება ეს გარანტიები.
თებერვლის დასაწყისში კელოგმა განაცხადა, რომ ტრამპის გუნდს აქვს მყარი გეგმა საბრძოლო მოქმედებების დასრულებისა და რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა შესაძლებელია თვეების და არა წლების განმავლობაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.