ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Bloomberg: მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ნახევარ ტრილიონზე მეტი დოლარი დაკარგა

Bloomberg: მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ნახევარ ტრილიონზე მეტი დოლარი დაკარგა
მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ნახევარ ტრილიონზე მეტი დოლარი დაკარგა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
🔴 გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს ტარიფები დაუწესა, ყველაზე მდიდარმა ადამიანებმა 536 მილიარდი დოლარი დაკარგეს. Bloomberg წერს, რომ პრეზიდენტის ახალმა პოლიტიკამ საფონდო ბირჟებზე პანიკა გამოიწვია, რასაც აქციების ფასების მკვეთრი დაცემა მოჰყვა.
📉 10,5%-ით დაეცა აშშ-ის წამყვანი საფონდო ინდექსი S&P 500, რომელიც 500 ყველაზე წარმატებულ ამერიკულ კომპანიას აერთიანებს. ასევე, 11,4%-ით გაუფასურდა Nasdaq-ის საფონდო ინდექსიც, რომელიც ჯამში რამდენიმე ათას ტექნოლოგიურ კომპანიას აერთიანებს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.