მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა, ბოლო ორ სავაჭრო სესიაზე, 500 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგა

„მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა, ბოლო ორ სავაჭრო სესიაზე, 500 მლრდ აშშ დოლარზე მეტი დაკარგა, პრეზიდენტ ტრამპის სატარიფო გეგმის გამოცხადების შემდეგ“, - წერს გამოცემა The Strait Times-ი.
ზოგადად, ტოპ მილიარდერებმა 2025 წელს ასეულობით მილიარდის ზარალი განიცადეს და Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის პირველი ოცეულიდან მხოლოდ ორი ადამიანია, რომლის კაპიტალიც წელს გაიზარდა - უორენ ბაფეტი (11.5 მლრდ დოლარით) და ფრანსუა ბეტენკურტ მეიერსი (1.78 მლრდ დოლარით).
ილონ მასკმა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად რჩება, წელს 134.7 მლრდ დოლარის ზარალი განიცადა და 7 აპრილს მისი ქონება 297.8 მლრდ აშშ დოლარამდე დაეცა - ნოემბრის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როცა 300 მლრდ დოლარს ჩამოცდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.