ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Bloomberg - მოლდოვის მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბიზნესმენ ალექსანდრუ მუნტეანუს წარადგენს

Bloomberg - მოლდოვის მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბიზნესმენ ალექსანდრუ მუნტეანუს წარადგენს

მოლდოვის მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბიზნესმენ ალექსანდრუ მუნტეანუს წარადგენს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 61 წლის ფინანსისტი და ეკონომისტი ალექსანდრუ მუნტეანუ უკრაინაში მოქმედი საინვესტიციო კომპანია 4i Capital Partners-ის დამფუძნებელია.
წარსულში მუნტეანუს პოლიტიკაში არასდროს უმუშავია და ეს მისთვის პირველი პოლიტიკური თანამდებობა იქნება.
მოლდოვის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა გუშინ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.
ცნობისთვის, გასულ თვეში ჩატარებულ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს მმართველმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ხმათა 50.20% დააგროვა და ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.