ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

CNN - ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სებასტიან ლეკორნუ ხელახლა დანიშნა

CNN - ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სებასტიან ლეკორნუ ხელახლა დანიშნა

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სებასტიან ლეკორნუ ხელახლა დანიშნა, - ინფორმაციას CNN-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონი სებასტიან ლეკორნუ პრემიერ-მინისტრად დანიშნა და მას მთავრობის ფორმირება დაავალა“, - ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.
ლეკორნუმ, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მიმდინარე კვირის დასაწყისში დატოვა, განაცხადა, რომ საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისი უნდა დასრულდეს.
„ეს პოლიტიკური კრიზისი და არასტაბილურობა, რომელიც ზიანს აყენებს საფრანგეთის ინტერესებს უნდა დავასრულოთ“, - აღნიშნა ლეკორნუმ.
შეგახსენებთ, საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისი 6 ოქტომბერს გამწვავდა, როდესაც ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ლეკორნუს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით სხვადასხვა პარტიებთან მოლაპარაკებების გამართვა დაავალა.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ლეკორნუს ხელახლა დანიშვნამდე მაკრონი პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების ლიდერებს შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.