ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Bloomberg - კიმ ჩენ ინი ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს უკრაინაში ტყვედ ჩავარდნის ასარიდებლად სუიციდი ევალებათ

Bloomberg - კიმ ჩენ ინი ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს უკრაინაში ტყვედ ჩავარდნის ასარიდებლად სუიციდი ევალებათ

კიმ ჩენ ინმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს უკრაინაში ტყვედ ჩავარდნის ასარიდებლად სუიციდი ევალებათ. ამის შესახებ ინფორმაციას bloomberg-ი ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ფხენიანში უკრაინაში დაღუპული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებისთვის მიძღვნილი მემორიალის გახსნაზე ისაუბარა.

“გმირებმა უყოყმანოდ აირჩიეს საკუთარი თავის აფეთქება და სუიციდური თავდასხმა დიდი პატივის დასაცავად. ისინი არ ელოდნენ რაიმე კომპენსაციას, თუმცა გამორჩეულად იმოქმედეს. ისინი გმირულად დაიღუპნენ”, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.