არქივი28 მაისი, 2024, 12:24
Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 2.79 ლარს ჩამოსცდა
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7875 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7849 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7680 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0058 ლარია.
აღსანიშნავია, რომ დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 60 მლნ აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.