ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რას პროგნოზირებენ ეკონომისტები: 1 აშშ დოლარის ღირებულება შესაძლოა, 3 ლარამდე ავიდეს

„1 აშშ დოლარის ღირებულება შესაძლოა, 3 ლარამდე ავიდეს,“ – ასე ეხმაურება ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი ნიკა შენგელია რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას.

„ვალუტის კურსის ცვლილებაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას. ფუნდამენტურ ფაქტორებს თუ შევხედავთ, არაფერი სჭირდა ლარს, რომ გაუფასურებულიყო, თუმცა აქ უკვე ამოქმედდა პოლიტიკური და მოლოდინების ფაქტორი. შესაბამისად, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე – დააწესებენ თუ არა სანქციებს ჩვენი პარტნიორები.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტურისტული სეზონი მოდის და რა მოხდება ამაზეც ბევრი იქნება დამოკიდებული. გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორი, თუ საით წავა ლარი, არის ფულადი გზავნილების დინამიკა. თუ ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდება, ანუ გადმორიცხვები თვეში დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის ფარგლებში გვექნება, ეს იქნება დიდი ზეწოლა ლარზე. შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში აშშ დოლარის ფასი 2.95-3.00 ლარამდეც ავიდეს,“ – განაცხადა შენგელიამ.

ცნობისთვის, მაისის მეორე ნახევარში ანუ დაახლოებით 2-კვირიან ჭრილში დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 10-11 თეთრით არის გაუფასურებული. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7968 ლარია, კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი მისი შეძენა კიდევ ცოტა ძვირად არის შესაძლებელი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.