ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Bloomberg - ევროპელ ლიდერებს დონალდ ტრამპთან საუბარი სურთ, ვიდრე ის ვლადიმერ პუტინს შეხვდება

Bloomberg - ევროპელ ლიდერებს დონალდ ტრამპთან საუბარი სურთ, ვიდრე ის ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ევროპელ ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების გამართვას სურთ, სანამ ის რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ინფორმაციას Bloomberg-ი საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს მოლაპარაკებები აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალურ პირებს შორის შაბათ-კვირას გამართული ინტენსიური დიპლომატიური შეხვედრების შემდეგ დაიწყება.
Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირის ელჩებს მოლაპარაკებების შესახებ კვირას აცნობეს და დღეს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ.
შეგახსენებთ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.