არქივი9 იანვარი 2025, 17:08
Bild: "ლივერპულს" კიმიხის უფასოდ დამატება სურს

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "ლივერპულს" "ბაიერნის" ნახევარმცველის იოზუა კიმიხის დამატება სურს.
29 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და "მერსიაიდელთა" რიგებში უსასყიდლოდ გადასვლა შეეძლება.
კიმიხმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის ყველა ხუთმეტივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ჩატარებულ 15 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.