პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"თუ ასე გააგრძელებს, "რეალში" კი არა, "ტრენმერ როვერსში" აღმოჩნდება" - კინმა არნოლდი გააკრიტიკა

"თუ ასე გააგრძელებს, "რეალში" კი არა, "ტრენმერ როვერსში" აღმოჩნდება" - კინმა არნოლდი გააკრიტიკა

პრემიერლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
"მერსისაიდელების" განაპირა მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა უამრავი შეცდომა დაუშვა, რის გამოც "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ინგლისელი 86-ე წუთზე შეცვალა.
მოგეხსენებათ, არნოლდს სეზონის ბოლოს "ლივერპულთან" კონტრაქტი ეწურება და მის უფასოდ დამატებას მადრიდის "რეალი" ცდილობს.
"მანჩესტერთან" ჩაგდებული მატჩის შემდეგ, ინგლისელი "წითელი ეშმაკების" ლეგენდამ და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა როი კინმა გააკრიტიკა.
"თუ ასე თამაშს გააგრძელებს, "რეალში" კი არა, "ტრანმერ როვერსში" აღმოჩნდება", - განაცხადა როი კინმა.
შეგახსენებთ, "რეალს" არნოლდის დამატება ზამთრის
სატრანსფერო ფანჯარაზეც სურდა და "ლივერპულს" მოთამაშის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროც შესთავაზა, თუმცა "მერსისაიდელებმა" აღნიშნული შეთავაზება იუარეს და "სამეფო კლუბს" განუცადეს, რომ ტრენტი მინიმუმ სეზონის ბოლომდე "ლივერპულში" დარჩება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.